Blox logo

ახალი ჰილტონის ბრენდის სასტუმრო და აპარტამენტები თბილისში

კომპანია ბლოქსი “Hilton World Wide”-თან ერთად, კავკასიის რეგიონში პირველ “Hampton By Hilton“-ს თბილისში აშენებს. 170 ნომრიანი სასტუმრო და 22 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი „Hill Home Residence“-ის პროექტი ისტორიულ ცენტრში - ავლაბარში  ხორციელდება, ქეთევან წამებულის და ბოჭორმის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც იშლება ხედი, ქალაქის ტურისტულ ცენტრზე, ძველ თბილისზე.

22/11/2019

Hilton Worldwide-სა და BLOX -ს შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა “Hampton By Hilton”-ის სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე, რომელსაც  2300-ზე მეტი ფილიალი აქვს მსოფლიოში. კავკასიის რეგიონში “Hampton By Hilton“ პირველი სასტუმროა, რომელსაც კომპანია BLOX თბილისში აშენებს. 

170 ნომრიანი სასტუმრო  თბილისის ისტორიულ ცენტრში ავლაბარში, ქეთევან წამებულის და ბოჭორმის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი, ქალაქის ტურისტულ ცენტრზე, ძველ თბილისზე.   სასტუმრო თავისი ადგილმდებარეობით, ფასებით და კომფორტული გარემოთი მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ბიზნესს შეხვედრებისთვის

about-blox.jpg}}
get-in-touch.jpg hampton-detail.jpg

“Hampton By Hilton“  სასტუმროსთან ერთად შენდება  22 სართულიან საცხოვრბელ კომპლექსი Hill Home Residence. საცხოვრებელი კომპლექსის პირველი სართული ეთმობა კომერციულ ფართებს, ასევე მიწისქვეშა პარკინგს, ხოლო 21 სართული სრულად ეთმობა საცხოვრებელ ბინებს. Hill Home Residence ხელმისაწვდომი ფასით, დიზაინით, თუ უსაფრთხო გარემოთი არის მომგებიანი ინვესტიცია თითოეული მყიდველისთვის.   “Hampton By Hilton“ და Hill Home Residence შენდება სრული საერთაშორისო უსაფრთხოების და სამშენებლო სტანდარტების ნორმების დაცვით. წინასწარი გათვლებით სასტუმროსა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2020 წელს  დასრულდება, ხოლო ექსპლუატაციაში  2021 წელს შევა.