ᲛᲝᲫᲔᲑᲜᲔ ᲑᲘᲜᲐ
MUA - Architecture & Placemaking
MUA - Architecture & Placemaking არის საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტურული და ურბანული დიზაინის დინამიური ოფისი, რომელიც ამ ეტაპზე მუშაობს BLOX-ის პროექტზე Hilton-ის ბრენდის სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსზე ავლაბარში. პარტნიორობა დაარსდა 2010 წელს და ადრე ცნობილი იყო Architects of Invention-ის სახელით. MUA აერთიანებს ექსპერიმენტების მოყვარულ ახალგაზრდა არქიტექტორებს გოგიკო საყვარელეს, დევი ქიტუაშვილს და მათ გუნდს, რომელთაც უყვართ ახალი ტრენდების დაწესება, აქვთ საერთაშორისო გამოცდილება და კარგად ფლობენ უმაღლეს ტექნიკურ სტანდარტებს. MUA - Architecture & Placemaking-ს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი არის “ფაბრიკა”. გარდა ამ ადგილის არქიტექტურული ხედვისა, მათ ეკუთვნით ამ ადგილის სრული კონცეფცია და სივრცის ფილოსოფია. ჯილდოები: Finalist OfficeNext2013, Moscow, Russia Commendation at iStructure 2012, UK 2nd Prize - TBC Bank Tbilisi, Georgia 2012 Best P roject Award — Moscow Architecture Biennale 2012 Best Office Award — OfficeNext2012, Moscow, Russia Finalist OfficeNext2012, Moscow, Russia






