ᲛᲝᲫᲔᲑᲜᲔ ᲑᲘᲜᲐ
რა კარგია სახლში დაბრუნება
ზაფხული ყველას გვიცვლის რიტმს და ვიცვლით გარემო. სექტემბერში კი ისევ სახლში ვბრუნდებით და სწორედ მაშინ ვხვდებით, რამდენად გვაკლდა ის პატარა რაღაცები, რასაც მხოლოდ საკუთარ სივრცეში ვაკეთებთ. იდეაც აქედან დაიწყო. გვინდოდა, გვეჩვენებინა არა იდეალური ინტერიერი და ლამაზი ფასადი, არამედ სახლის ნამდვილი ხასიათი: იქ, სადაც ადამიანი მღერის, როცა ჰგონია, რომ არავინ ესმის; იქ, სადაც საყვარელი ფილმის მთავარ გმირად გრძნობს თავს; იქ, სადაც უხერხულობა არ არსებობს. ინსაითი ძალიან მარტივია: სახლში თითქმის ყველას ერთნაირი, ოდნავ სასაცილო და ძალიან ადამიანური ჩვევები გვაქვს. სახლი ის ადგილია, სადაც თამამად შეგვიძლია ვიყოთ საკუთარი თავის ნამდვილი ვერსია. მაყურებელი კი საკუთარ თავს ამოიცნობს თითოეულ კადრში. გვინდა, ბრენდი კიდევ უფრო ახლოს მივიდეს ადამიანის ყოველდღიურობასთან. წინა კამპანიაში სახლზე ვისაუბრეთ, როგორც მოგონებებისა და ემოციების სივრცეზე; ახლა ამ სივრცეს კონკრეტული, ცოცხალი ქცევებით ვავსებთ. თუ მაყურებელი ვიდეოს ბოლოს იტყვის „ეს ჩემზეა“ ან უბრალოდ გაიღიმებს და გაიფიქრებს „რა კარგია სახლში“, კამპანიამ თავისი საქმე გააკეთა. რადგან ჩვენ სწორედ ისეთი სახლების ვქმნით, სადაც ადამიანი ამ თავისუფლებას შეიგრძნობს. ბლოქსი | სახლში ჩემთვის
ᲙᲝᲜᲢᲐᲥᲢᲘ
ᲡᲐᲗᲐᲝ ᲝᲤᲘᲡᲘ
აღმაშენებლის ხეივანი N19
ᲒᲐᲧᲘᲓᲕᲔᲑᲘᲡ ᲝᲤᲘᲡᲔᲑᲘ
კრწანისის ქ.N49
შ.დავითაშვილის ქ.N21
შეშელიძის ქ.N20
დიდი დიღომი, გუდვილი
სითი მოლი, გლდანი
ᲢᲔᲚᲔᲤᲝᲜᲘᲡ ᲜᲝᲛᲔᲠᲘ
032 2 05 07 07ᲔᲚ. ᲤᲝᲡᲢᲐ
info@blox.ge





